გადასვლა მთავარ შიგთავსზე

    Medical Evidence

    ჩვენ შესახებ

    მედიქალ ევიდენსი - სანდო მედიცინა საზღვრების გარეშე

    ვინ ვართ ჩვენ?

    "მედიქალ ევიდენსი" არის კლინიკა, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას, როგორც ბინაზე გამოძახებით ასევე ადგილზე.

    ჩვენი მიზანია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ეფექტური და კვლევებით დადასტურებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

    კლინიკის გუნდი ყოველთვის თვალს ადევნებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველად ჯანდაცვაში დანერგილ უახლეს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

    მედიქალ ევიდენსის კლინიკის რეცეფცია თბილისში

    ჩვენი ღირებულებები

    მიზანსწრაფულობა

    პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა

    თანაგრძნობა

    გულისხმიერი და მზრუნველი მომსახურება

    ხარისხი

    უმაღლესი სამედიცინო სტანდარტები

    გუნდურობა

    პროფესიონალთა თანამშრომლობა

    დეა ცაბუტაშვილი — მედიქალ ევიდენსის დირექტორი

    დირექტორის სიტყვა

    Medical Evidence შეიქმნა რწმენით, რომ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სანდო და ადამიანზე ორიენტირებული. როგორც ექიმისთვის და Medical Evidence-ის დამფუძნებლისთვის, ჩემთვის მედიცინა მხოლოდ დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ნდობაზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ხუთ ძირითად ღირებულებას: პროფესიონალიზმს, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, პაციენტის უსაფრთხოებას, თანაგრძნობასა და უწყვეტ სამედიცინო ზრუნვას. გვჯერა, რომ პაციენტი არ უნდა დარჩეს მარტო სამედიცინო პრობლემის წინაშე. სწორედ ამიტომ ვავითარებთ მომსახურების მოდელს, რომელიც აერთიანებს ვიდეოკონსულტაციებს, ბინაზე სამედიცინო მომსახურებას, კლინიკურ დიაგნოსტიკასა და შემდგომ მეთვალყურეობას. ჩვენთვის თანამედროვე მედიცინა მხოლოდ ტექნოლოგიები არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ექიმი პაციენტთან უფრო ახლოს იყოს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები და სამედიცინო დახმარება გახადოს უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დაავადებების მკურნალობა, არამედ ისეთი სამედიცინო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ადამიანი გრძნობს პროფესიულ მხარდაჭერას, პატივისცემასა და უსაფრთხოებას. Medical Evidence-ში გვჯერა, რომ ნდობა იქმნება ცოდნით, პასუხისმგებლობითა და ყოველდღიური ზრუნვით. ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია, ხოლო ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა — მისი ჯანმრთელობა. პატივისცემით, დეა ცაბუტაშვილი Medical Evidence-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი

    დეა ცაბუტაშვილი, დირექტორი

    რატომ მედიქალ ევიდენსი?

    უმაღლესი ხარისხის მომსახურება
    გამოცდილი პროფესიონალი ექიმები
    თანამედროვე აღჭურვილობა
    ხელმისაწვდომი ფასები
    ბინაზე გამოძახების სერვისი
    ონლაინ კონსულტაციები

    მიმოხილვები

    რას ამბობენ ჩვენზე

    თ

    თამუნა ჯაფარიძე

    პაციენტი

    "გამარჯობა, ვისარგებლე მედიქალ ევიდენსის უფასო აქციით სახის ღრმა წმენდით, უღრმესი მადლობა მედიქალ ევიდენსის ხელმძღვანელობას, პროფესიონალ ექიმ კოსმეტოლოგ ქ-ნ მაია გამეზარდაშვილს საგულდაგულოდ ჩატარებული პროცედურის, კეთილგანწყობისა და დაწვრილებითი კონსულტაციისთვის."

    თ

    თიკო კერესელიძე

    პაციენტი

    "მინდა მადლობა გადავუხადო ქ.ნ დეას და მის გუნდს საოცარი აპარატისთვის, მომსახურებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. მსგავსი ეფექტური შედეგი, თანაც უმტკივნეულოდ არ მიმიღია არსად. თბილი და უშუალო გარემო, საოცრად ბიუჯეტური ფასები, მადლობა თქვენ!"

    ე

    ეკა ვარდოსანიძე

    პაციენტი

    "საიმედო და გულისხმიერი ექიმები და არაჩვეულებრივი ადამიანები."

    ნ

    ნინო გაბუნია

    პაციენტი

    "ძალიან ყურადღებიანი და გულიანი პერსონალი. მომსახურების დონე მაღალია და ფასები ხელმისაწვდომი."

    დაჯავშნე ვიზიტი