Medical Evidence
სერვისები
ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრული სპექტრი
პედიატრის ონლაინ ვიდეოკონსულტაცია
ედიატრის ონლაინ ვიდეოკონსულტაცია ბავშვებისთვის — ექიმთან კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად. კონსულტაცია მოიცავს ბავშვის ჩივილების, სიცხის, ხველის, სურდოს, ყელის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის სიმპტომების, ალერგიული ჩივილებისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასებას, ჩატარებული ანალიზებისა და კვლევების განხილვას, მკურნალობის რეკომენდაციების მიცემას და შემდგომი მართვის გეგმის განსაზღვრას. საჭიროების შემთხვევაში პედიატრი გირჩევთ ბინაზე ექიმის ვიზიტს, კლინიკაში კონსულტაციას, დამატებით კვლევებს ან სხვა სპეციალისტის ჩართულობას.
ფასი
55 ₾
ნევროლოგის კონსულტაცია (ონლაინ) ლელა სტურუა ვიდეო კონსულტაცია
ნევროლოგის ვიდეო კონსულტაცია განკუთვნილია ნერვული სისტემის დაავადებებისა და სიმპტომების შეფასებისთვის დისტანციურ რეჟიმში. კონსულტაციის დროს სპეციალისტი აფასებს პაციენტის ჩივილებს, სამედიცინო ისტორიას, ჩატარებული კვლევების შედეგებს და გასცემს რეკომენდაციებს შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. სერვისი მოიცავს თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მეხსიერების დარღვევების, ძილის პრობლემების, კიდურების დაბუჟების, ნერვული ტკივილის, მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევების, ასევე სხვა ნევროლოგიური პრობლემების შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი კვლევები ან კლინიკური ვიზიტი.
ფასი
100 ₾
